Wednesday, October 31, 2012

არალის ზღვა

                                                                         არალის ზღვა

ჯერ კიდევ არც ისე გვიან არალის ზღვა სიდიდით მეოთხე ტბა იყო მთელ მსოფლიოში. განთქმული იყო უმდიდრესი ბუნებით, ბუნებრივი მარაგით, ხოლო არალის სანაპირო ზონა ითვლებოდა აყვავებად და ბიოლოგიურად მრავარფეროვან ადგილად. უნიკალურად ჩაკეტილი და მრავალფეროვანი არალი არავის არ ტოვებდა გულგრილს ამ ადგილის მიმართ. სრულიად გაგაგებია თუ რატომ მიიღო არალის ზღვამ ასეთი სახელწოდება. არალი ხო თურქულად კუნძულს ნიშნავს ხოლო არალი იმ უზარმაზარ უდაბნოში იყო კუნძული სიცოცხლისა და მრავალფეროვნებისა.
არალი მდებარეობს უზბეკეთისა და ყაზახეთის საზღვარზე. მისი ფართობი 1990 წლისათვის შეადგენდა 36,5 ათას კვ.კმ. 1960 წლამდე არალის ზღვის ფართობი შეადგენდა 66,1 ათას კვ.კმ. მიახლოებით საშუალო სიღრმე შეადგენს 10-15 მეტრს. ყველაზე ღრმა არი 54,5მ ის მოიცავს 300მდე კუნძულს. თუმცა ადამიანის დაუდევრობის გამო არალის ზღვა საკმაოდ შეიცვალა და დღეს ის კვდება. სიტუაცია 1995 რადიკალურად დაიძაბა ამ მომენტისათვის არალის ზღვამ დაკარგა მისი 3/4 ნაწილი წყლის მარაგისა. ზედაპირის ფართობი კი შემცირდა ნახევარზე მეტჯერ. სანაპირო ზოლი დაეშვა 100-150 მეტრამდე.მარილიანობა ზღვაში კი 2,5ჯერ გაიზარდა. ხოლო თვითონ ზღვა გაიყო ორ ნაწილად, დიდ და პატარა არალად. ერთი სიტყვით არალი შრება და კვდება.
არალის ზღვის კატასტროფა უკვე გაცდა არალის საზღვრებს. ზღვის აკვატორიიდან ყოველდრიურად, როგორც ვულკანის კრატერიდან, სხვადასხვა მხარეს იფრქვევა 100’000 ტონა მარილი, ტოქსიკური მტვერი, სხვადასხვა ქიმიკატები და შხამი. ეს ყველაფერი ზემოქმედებს და ღუპავს ყოველივე ცოცხალს. დაბინძურების ეფექტს ზრდის ის, რომ არალის ზღვა მდებარეობს ძლიერი აღმოსავლეთის ქარის გზაზე რომელსაც შეუძლია დიდი რაოდენობით მოფინოს აეროზოლი ატმოსფეროში. ამის შედეგად მარილი იფრქვევა მთელ ევროპაში და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში.
არალის ზღვის კატასტროფის დინამიკის თანახმად, მეცნიერები ვარაუდობენ რომ 2010-215 წლებისათვის არალის ზღვა სრულიად ამოშრება და წარმოიქნება ახალი უდაბნო არალ-ყუმი. ის იქნება გაგრძელება ყარაყუმის და ყიზილყუმის. ამის გამო უფრო მეტი რაოდენობა მარილისა და შხამ-ქიმიკატების პრობლემებს შეუქმნის მთელ დედამიწას და მრავალი ათწლეულის მანძილზე. ასევე მიღებული შხამი დააბინძურებს ჰაერს და დაანგრევს აზოტის ფენას. კლიმატის შეცვლა გამოიწვევს მკვეთრ კლიმატურ ცვლილებებს მთელ რეგიონში. აქ ახალც უკვე კარგად სჩანს კლიმატური ცვლილებები. ამ მომენტისათვის არალის ტერიტორიაზე ზაფხული შემცირდა და უფრო ცხელი და მშრალი გახდა ხოლო ზამთარი უფრო ცივი და გრძელი. პირველ რიგში ამ სიტუაციით იტანჯება ადგიობრივი მოსახლეობა. მათ დღეში გათვანიწინებული ნორმით უნდა მიიღონ 150ლიტრი წყალი როდესაც იღებენ 15-20 ლიტრს. მრავალმილიონიანი რეგიონი არამარტო ამით იტანჯება არამედ იქ უკვე გავრცელებულია შიმშილი და ეპიდემიები.
როგორც ცნობილია ორივე მდინარე რომელიც მთავარი არტერია იყო არალის ზღვისა სათავეს იღებს მთებში და გადი ტაჯიკეთის ყირგიზეთის უზბეკეთის ყაზახეთის და თურქმენეთის ტერიტორიას. 60-იანებ წლებში ამ მდინარეებიდან გაიყვანეს არხები მინდვრების მოსარწყავად რამაც გამოიწვია ის რომ არალის ზღვაში უკვე ვერ ჩაედინებოდა იმ რაოდენობით წყალი ვერც სირდარიდა და ვერც ამუდარიდან. ადრე ისინი ჩაკეტილ ზღვას ამარაგებდნენ 60 კუბამეტრ წყალს წელიწადში რაც შემცირდა და 4-5 კუბამეტრამდე დავიდა. დღეისათვის კი ორივე მათგანი მოწყდა ზღვას. ერთ ერთი კი ჭაობად იქცა იმ ადგილას სადაც ის უერთდებოდა არალს.

No comments:

Post a Comment