ბრძნული აზრები
საზოგადო
მოღვაწეთა
და სხვადასხვა ცნობილი ადამიანების ბრძნული აზრები.
კონსტანტინე:
ასეთია ბედისწერის ჭირვეულობა: თურმე დიდმა კაცმა შხამის დიდი ფიალა უნდა გამოსცალოს ხანდახან.
გრიგალიც
ყველაზე ძლიერად დიდი მუხას ეკვეთება ხოლმე ტყეში. ქვეყნის უბედობაც ყველაზე ადრე, ყველაზე მძაფრად, ბუნებით დიდ კაცს დაატყდება თავს.
ლაო
ძი: ვინც ზეიმობს გამარჯვებას, ზეიმობს კაცთა კვლას; ვინც ზეიმობს კაცთა კვლას, ვერ ეღირსება ქვეყნად სიკეთეს.
ავრელიუსი:
მოიკვეთე დრტვინვა ბოროტის გამო და მოიკვეთ თვითონ ბოროტებასაც.
გოეთე:
ბუნება ხუმრობებს არ ცნობს: ის ყოველთვის მართალია, ყოველთვის სერიოზული, ყოველთვის მკაცრი და, ყოველთვის სამართლიანი; შეცდომები და დაბნეულობები კი ადამიანებისგან გამომდინარეა.
ჰაიდეგერი:
ჭეშმარიტი
გაგების ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ ის წამიერ წარმატებასა და მტკიცე შედეგს არ ითვალისწინებს.
რუზველტი:
გაგება ორმხრივი მოძრაობის ქუჩაა.
კორნელი:
რამდენადაც
იოლია ადამიანის გაცემა, მით უფრო ძნელია პატიება, თუ მისი პატიება საერთოდ შესაძლებელია. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ პატიების პრეროგატივა მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის.
ევერეტი:
განათლება
თავისუფლების
უკეთესი დამცველია, ვიდრე საომრად გამზადებული არმია.
ჰელვეციუსი:
მხოლოდ მაშინ შეიძლება ხალხის შეხედულებათა შეცვლის იმედი ვიქონიოთ, როდესაც შეცვლილი იქნება მისი კანონმდებლობა… ზნე-ჩვეულებათა რეფორმა დაწყებული უნდა იქნეს კანონების რეფორმებით.
ყველა
გონებაშეზღუდული
ადამიანი მუდამ ცდილობს, სახელი გაუტეხოს საფუძვლიანი და ფართო გონების ადამიანებს.
ლესინგი:
გონიერი კაცი სულელის რჩევასაც მიიღებს, თუ ის გონივრულია.
პასკალი:
ორი უკიდურესობაა – გონების გამორიცხვა და მხოლოდ გონების კარნახით ქცევა.
ლუკრეციუსი:
თუ ჩვენი გრძნობები ჭეშმარიტი არ იქნება, მაშინ ჩვენი გონებაც ცრუ აღმოჩნდება.
ჯებრინი:
ძალიან ძნელია, აიძულო თავი, რომ ილაპარაკო; უფრო ძნელია, აიძულო დუმილი, უფრო ძნელია, აიძულო ფიქრი, მაგრამ, ყველაზე ძნელია, აიძულო გრძნობა.
ტოკვილი:
გულგრილობა
სულის მძიმე ავადმყოფობაა.
ტოლსტოი:
მე ყოველთვის ვცდილობდი, არ გავღიზიანებულიყავი
და დამთმობი ვყოფილიყავი კამათის დროს, რის შემდეგაც საქმე თავისთავად გვარდებოდა; ყოველთვის ვნანობდი, რომ დავა დასაწყისშივე არ იყო ხოლმე აღკვეთილი.
ლაბრიუიერი:
თუ სიღარიბე დანაშაულების დედაა, მაშინ მოკლე ჭკუა – მათი მამაა.
ლაროშფუკო:
არსებობს ცნობისმოყვარეობის
ორი სხვადასხვა სახე: ერთი – ანგარებით განპირობებული, რომელიც გვაიძულებს, გავიგოთ ის, რაც, შეიძლება, გამოგვადგეს; მეორე – სიამაყით, გამოწვეული, რომლის წყაროც იმის შეცნობის სურვილი გახლავთ, რაც არ იციან სხვებმა.
ჩერნიშევსკი:
მლიქვნელობენ
იმ მიზნით, რომ მორჩილების ნიღბით იბატონონ.
ფილდინგი:
ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვაღიარებთ საკუთარ ნაკლს, რომ გულწრფელობით მაინც ავინაზღაუროთ ის ზარალი, რასაც ჩვენი ნაკლი გვაყენებს საზოგადოების თვალში.
ფრანკლინი:
ადამიანი იმით კი არ ცოცხლობს, რასაც ჭამს, არამედ იმით, რასაც გადაამუშავებს. ეს ერთდროულად სამართლიანად შეეხება ჭკუასაც და სხეულსაც.
მოპასანი:
თუ ქალი მალე დათანხმდა მამაკაცს, ეს მამაკაცის დამსახურება არ არის, არამედ, იმ ქალების, რომლებიც მანამდე ჰყოლია.
No comments:
Post a Comment